არაფინანსური კორპორაციების აქტივებმა 2018 წლის ბოლოსათვის 61.7 მილიარდი ლარი შეადგინა

საქსტატის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2018 წლის ბოლოსათვის 61.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 6.6 პროცენტი გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

2018 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 14.3 მილიარდი ლარია.

არაფინანსური კორპორაციების ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 2018 წლის ბოლოსათვის 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2018 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 2.4 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი – 51.7.

2018 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 39.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა (აქედან, მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 10.2 მილიარდ ლარს).

მთლიანი ვალდებულებებიდან 11.1 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით. მთლიანი ვალიდან არარეზიდენტების მიმართ 2018 წლის ბოლოსათვის არსებულმა ვალმა (საგარეო ვალი) 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ფინანსური წარმოებულების ღირებულება 41.8 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2018 წლის ბოლოსათვის 22.5 მილიარდი ლარი შეადგინა:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად