არამდგრადი ამინდი საქართველოში 9 ივლისამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში ხვალ ჰაერის ტემპერატურა +20, +32 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +16, +34 გრადუსამდე მოიმატებს. მოსალოდნელია სეტყვა და წვიმა.

დასავლეთ საქართველოში +17, +32 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად