არაბულმა სახელმწიფოებმა, თურქეთის სამხედრო მოქმედებებს, სირიაში შეჭრა და აგრესია უწოდეს

„თურქეთის სამხედრო ოპერაცია, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარეობს, არაბული სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეჭრას და მათი სუვერენიტეტის მიმართ აგრესიას წარმოადგენს“, – აღნიშნული განცხადება არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეიტმა გააკეთა.

სირიაში თურქეთის ქმედებები აგრეთვე გააკრიტიკა არაბული სახელმწიფოების ლიგის საბჭოს სესიის ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ალი ალ-ჰაკიმმა.

შესაბამისი განცხადებები არაბული სახელმწიფოების ლიგის საგანგებო სხდომაზე გაკეთდა. საგანგებო სხდომა კი, ეგვიპტის ინიციატივით, სირიაში, თურქეთის სამხედრო მოქმედებების გამო დაინიშნა.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ, უარი თქვა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციისთვის მხარდაჭერაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუკი ანკარა, ოპერაციის ფარგლებში ზღვარს გადავა, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მზად არის ერდოღანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად