არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება უარყვეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ოფიციალური კიევის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, აბუ-დაბი უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის. 

როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარის ალ-მაზრუიმ უცხოურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, დადებული ხელშეკრულება სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმება გაერთიანებულ საემიროსა და უკრაინას შორის არ ითვალისწინებს კონტრაქტებს აბუ-დაბის მიერ უკრაინისთვის რაიმე სახის შეიარაღების მიწოდებას",-განაცხადა ფარის ალ-მაზრუიმ.

ამასთან, როგორც 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, გაერთიანებულ საემიროსთან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს.

"გამოფენის მიმდინარეობისას, უკრაინამ გააფორმა 20 კონტრაქტი კომპანიებთან შეიარაღების მიწოდებაზე. ჩვენ არ გავამხელთ შეთანხმებების დეტალებს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებაა",-აცხადებდა პოროშენკო.

ცნობისათვის, შეიარაღების მიწოდების მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ როგორც ევროკავშირს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა, თუმცა საბოლოო პასუხი მათგან დღემდე არ მიუღიათ. პოროშენკოს განცხადებით, შეიარაღება მათ სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად