არა უკანონო თევზჭერას: სახელმწიფოთა შეთანხმებამ შესაძლოა არალეგალური თევზჭერა შეაჩეროს

გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი ექვსი თევზიდან დაახლოებით ერთი არალეგალურად იყო დაჭერილი. ახლა ეს ციფრი საზღვაო სახელმწიფოთა შეთანხმების (PSMA) წყალობით მკვეთრად შემცირდება; ესაა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიზანია არალეგალურ, არადოკუმენტირებულ და დაურეგულირებელ თევზჭერასთან ბრძოლა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულნი აკონტროლონ, რომ ნებისმიერმა თევზსაჭერმა გემმა, რომელიც პორტში შედის, თუნდაც საწვავის ჩასხმის მიზნით, განაცხადოს და კონტროლის ჯგუფს წარუდგინოს მათი აღრიცხვის ჟურნალი, ლიცენზიები, თევზსაჭერი მოწყობილობები და, რაღა თქმა უნდა, მათი ფაქტობრივი ტვირთი. საზღვაო სახელმწიფოთა ორგანოები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რაც თაღლითურად მოქმედ მეთევზეებს კიდევ უფრო გაურთულებს მათი საქმიანობის სხვაგან გაგრძელებას.

ხელშეკრულება, რომელიც FAO-ს წევრების მიერ 2009 წელს იქნა მიღებული, დიდ წინგადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს ზღვის პროდუქტების სექტორის თვითრეგულირებისკენ, საიდანაც არალეგალური საქმიანობა წელიწადში 23 მილიარდ აშშ დოლარს ითვისებს.

30-ზე მეტმა ქვეყანამ პლუს ევროკავშირმა FAO-ს ოფიციალურად გადასცეს ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტები. ხელშეკრულება უკვე ძალაში შევიდა და ახალი ერაც დაიწყო.

მათ, ვინც უკანონო თევზჭერას ეწევიან – ვინც არა მხოლოდ მოგებას იღებს, არამედ საფრთხეს უქმნის გლობალური საზღვაო რესურსების მდგრად განვითარებას, თევზჭერის განვითარებას – მოუწევთ უფრო მაღალი საექსპლუატაციო ხარჯების გაღება და იმავდროულად დაპატიმრების სერიოზული რისკის წინაშეც დადგებიან.

რასაკვირველია, ამჟამად ხელშეკრულება მხოლოდ იმ ქვეყნებზე ვრცელდება, რომლებმაც გამოთქვეს საჭირო თანხმობა. იმისათვის, რომ ხელშეკრულება უფრო ქმედუნარიანი გახდეს და მისი ეფექტურობა და გავლენა დაჩქარდეს, მას უფრო მეტი ქვეყანა უნდა შეუერთდეს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება იმ თაღლითური გემების რაოდენობა, რომლებიც პორტების გვერდის ავლით მოქმედებენ. და საფრთხეს უქმნიან ბიომრავალფეროვნებას.

ისტორიის ბადე ნასროლია. წევრი ქვეყნების რაოდენობა უთუოდ გაიზრდება. მე ვულოცავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: ავსტრალია, ბარბადოსი, კაბო ვერდე, ჩილე, კოსტა რიკა, კუბა, დომინიკა, ევროკავშირი (მისი წევრი ქვეყნების სახელით), გაბონი, გრენადა, გვინეა, გაიანა, ისლანდია, ინდონეზია, მავრიკი, მოზამბიკი, მიანმარი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, პალაუ, კორეის რესპუბლიკა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სეიშელის კუნძულები, სომალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, შრი-ლანკა, სუდანი, ტაილანდი, ტონგა, ამერიკის შეერთებული შტატები, ურუგვაი, ვანუატუ.

შეთანხმება ართულებს არამართლზომიერი გზით დაჭერილი თევზის ბაზარზე მოხვედრას და დარტყმას აყენებს ზღვის პროდუქტების ოკეანიდან მაგიდაზე მოხვედრის კომპლექსურ ჯაჭვს.

ზოგიერთმა ბრაკონიერულმა გემმა შესაძლოა უფრო შორეული მიმართულება აირჩიოს, რაც უკვე ძვირი და დამაბრკოლებელი გარემოება იქნება. PSMA-ს მხარეები დააფინანსებენ შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ რიგ ღონისძიებებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ საჭიროებენ, FAO კი მათ ტექნიკურ და იურიდიულ დახმარებას სთავაზობს; ხოლო თაღლითურ საქმიანობასთან არატოლერანტული დამოკიდებულება საბოლოო ჯამში სამართლებრივ ტვირთს გაზრდის და ქვეყნებს შორის სავაჭრო შესაძლებლობებს გააძლიერებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად