“არა რუსეთს!” – თსუ-ს ეზოში სტუდენტური აქცია დასრულდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები კერძოდ, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის კუთვნილი ადგილის დაკავებას და მიმართვას აპროტესტებდნენ აქციის ორგანიზატორები თქმით, სერგეი გავრილოვის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული ღირსებისა და ინტერესების შელახვა.

“ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რომელმაც გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა, გააუქმა ავტოკეფალია, რომელიც ცდილობდა და ცდილობს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო გააქროს მსოფლიო რუკიდან, ხელს უშლის ჩვენს სწრაფვას დასავლურ სამყაროსკენ, დღეს ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ვხედავთ პარლამენტის ტრიბუნაზე.”,-განაცხადა აქციის მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...