“არა ომს”, “არა ნაცებს”, – “პატრიოტების” წევრებმა თელავში საპროტესტო აქცია გამართეს

“არა ომს,” “არა ნაცებს” – ამ ლოზუნგებით ,,პატრიოტთა ალიანსის ” წევრებმა თელავის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ავტომობილებით მსვლელობა ქალაქის მთავარ მოედანზე მოაწყეს. მათი თქმით, დღევანდელი პროტესტი მიზნად ისახავს, ხელისუფლებას მიაწვდინონ ხმა, რომ დაპირისპირებულ ქვეყნებთან ურთიერთობა დიპლომატიური ხერხებით უნდა მოგვარდეს.

,,აქციის მიზანია პროვაკატორების განცხადებების დაგმობა. მტრულად განწყობილ ქვეყანასათანაც კი დიპლომატიის და დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს ურთიერთობა და არა პროვოკაციით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით,, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატპრმა, არჩილ თვალიაშვილმა.

,,პატრიოტთა ალიანსის,, წევრებმა საპროტესტო აქცია საქართველოს ხვალ დიდ ქალაქებშიც გამართეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...