“არა ოკუპანტის ბინძურ პროპაგანდას” – პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმს აპროტესტებენ

ამ წუთებში სასტუმრო "ვერე პალასთან" სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის გამართვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს ფორუმი რუსეთის პროპაგანდას ემსახურება. 

აქციის მონაწილეები სკანდირებენ, რომ "რუსეტი ოკუპანტია" და აცხადებენ, რომ ამ მედიაფორუმის წევრებს არ აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საქართველოში. 

"თავმოყვარეობის ამბავია, ჩვენ აქ მოვედით რომ ამ ხალხს დავანახოთ რომ აქ იდიოტი არავინაა. ჩვენ არ ვთვლით რომ ეს არის ჩვეულებრივი მედიაფორუმი, ეს არის დეკლარირებულად პირდაპირ პუტინის მიერ დაფინანსებული ე.წ მედიაფორუმი, რომელიც ემსახურება ჰიბრიდული ომის ახალი ფაზის გაღვივებას", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

აქციის მონაწილეები, პერფორმანსს მართავენ რომელიც მათი თქმით, არის ხელისუფლების სახის გამოხატულება, თუ როგორ ხვდება პუტინის პოლიტიკის გამტარებელ ხალხს.

ფოტოები: 1tv.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად