“არა ბრაიზებს და კრამერებს!” – ირმა ინაშვილის აქცია აშშ-ს საელჩოსთან

აშშ-ის საელჩოსთან საქართველოში “პატრიოტთა ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა აქციაზე განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნა “არა- ბრაიზებს და კრამერებს! დასრულდეს მწამებლების- ბოკერიების და სააკაშვილების მხარდაჭერა!”.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამერიკელი დიპლომატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად “ატლანტიკური საბჭოს” უფროსის მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დეივიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდნენ.

ამ წუთებში საელჩოსთან აქცია დასრულებულია. თუმცა, “პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ მსგავსი  მოთხოვნებით აქცია კვლავ იგეგმება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სასტუმრო “რუმსში” ჩატარდა,  ერთმანეთს ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით კი,  ირმა ინაშვილმა  პროკურატურას, მიმართა დაიწყოს “რუმს”-ში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება

ცნობისთვის,  კონფერენციაზე,  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელიც, აღნიშნულ ღონისძიებაზე არ იყო მიწვეული და  სიტყვით გამოსვლის საშუალების მიცემას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო და დარბაზის დატოვება მოსთხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კონფერენციის პირველ დღეს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “პატრიოტთა ალიანსზე”  ცილისწამებას ავრცელებდა. არ შეიძლება მარტო შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება პასუხი გაცე”

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ  ჯონ მაკკეინის ინსტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სწორედ პასუხის გასაცემად სურდა დასწრება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად