“არ შეგრცხვათ გურულების?!” – ნინო წილოსანს ლანჩხუთში აქციით დახვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნინო წილოსანს გურიაში აქციით დახვდნენ. დეპუტატის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას მისი გუშინდელი გადაწყვეტილების გამო გამოხატავდა, როდესაც მან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

“არ შეგრცხვათ გურულების?!”, “თქვენ გადააგდეთ ქართველი ხალხი”, “20 ივნისის გავრილოვის ღამე როცა მოაწყეთ, მაშინ შეპირდით ქართველ ხალხს პროპორციულზე გადასვლას”, – ამ ფრაზებით შეხვდნენ ნინო წილოსანს.

დეპუტატი კი მის გადაწყვეტილებას ამომრჩევლის ინტერესებით ხსნიდა.

“ჩემი ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ 2020-ში მაჟორიტარული სისტემა იყოს. ჩვენ ეს გავიარეთ, თუ არა და ჩემი გადაწყვეტილება ტრანსფორმირდება იმ ნდობაში, რასაც ხალხი გამოაცხადებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა, რომელიც ლანჩხუთში მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად