“არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა” – ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარად იყრის კენჭს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, – აღნიშნული გადაწყვეტილება ელისაშავილმა თავად გაასაჯაროვა.

“პარტია “მოქალაქეების” სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო.

დიახაც, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია მოქალაქეების სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარტიის პრეზენტაციაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად