არ ინერვიულოთ, თუ ეს გვერდითი ეფექტები გამოგივლინდათ ვაქცინაციის შემდეგ – ეს შეიძლება კარგი ნიშანიც კი იყოს

ვინაიდან, მილიონობით ამერიკელი ყოველდღიურად იღებს ვაქცინებს, ზოგი მათგანი უჩივის სიცხეს, შემცივნებას და სხვა დაავადებებს, რომლებსაც არ ელიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ნუ ინერვიულებთ, ამბობენ ექიმები. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს იმის დასტური, რომ თქვენი იმუნური სისტემა სწორად მუშაობს. (თუმცა ვაქცინები გვერდითი ეფექტების გარეშეც ძალიან ეფექტურია.)

აქ მოცემულია კოვიდ-19 ვაქცინების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორ გაუმკლავდეთ მათ და რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული ეს მოვლენები ვაქცინაციაზე უარის თქმის საბაბად.

რომელის ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები?

“ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეებს, როგორებიცაა ხელების ტკივილი, სხეულის ტკივილი, ზოგჯერ დაღლილობა, ზოგჯერ დაბალი სიცხეც კი”, – თქვა დოქტორ პიტერ ჰოტეზმა, ვაქცინოლოგმა და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანმა.

“Pfizer/BioNTech ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში მქონდა შემცივნება”, – თქვა ჰოტეზმა.

“და ჩვენ ვიცით, რატომ ხდება ეს – რადგან ვაქცინა ძალზე ძლიერია იმუნური რეაქციის გამოწვევაში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ დაცვის ასეთ მაღალ დონეს Covid-19-სგან.”

სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას ინექციის ადგილზე და შესაძლოა, თავის ტკივილს ან გულისრევას, – განაცხადეს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

შესაძლებელია თუ არა, რომ ვაქცინის მეშვეობით დაინფიცირდე “კოვიდ-19”-ით?

არა. შეუძლებელია Covid-19-ისგან დაინფიცირდე რომელიმე იმ ვაქცინისგან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენება, რადგან არცერთი მათგანი შეიცავს რეალური კორონავირუსის ნაწილსაც კი.

ასე გაკეთდა თითოეული ვაქცინა.

რამდენ ადამიანში  ვლინდება გვერდითი ეფექტები?

ეს დაზუსტებული არ არის, რადგან ამერიკაში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უკეთდება ვაქცინა და მათ, ვისაც გვერდითი მოვლენები აქვს, შეიძლება არ მიმართონ ფედერალურ უწყებას ვაქცინის ვაქცინის გვერდითი ეფექტის შესახებ ინფორმაციით.

მაგრამ ვაქცინების კვლევებში, იმუნიზირებული მოხალისეების 10-15%-ს განუვითარდა ძალიან შესამჩნევი გვერდითი მოვლენები, – თქვა გასულ წლის ბოლოს Operation Warp Speed-ის ​​მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა მონსეფ სლაუიმ.

“ადამიანების უმეტესობას გვერდითი ეფექტები გაცილებით ნაკლებად ექნება. როდესაც საქმე ეხება ანაფილაქსიას – ან მწვავე ალერგიულ რეაქციებს, – მისი მაჩვენებელი ამჟამად ორიდან ხუთ მილიონამდეა”, – თქვა ჰოტეზმა.

ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი პასუხი აქვთ დაახლოებით 0.0005% (ან ნაკლებს), ვინც მიიღო კოვიდ-19 ვაქცინა.

“კარგი ამბავი ის არის, რომ მაშინაც კი, როდესაც სერიოზული შედეგები მოყვება ვაქცინაციას, ისინი ჩვეულებრივ ვლინდება პირველ 30 წუთში. ამიტომ, ვაქცინაციის ცენტრები ხალხს 15-დან 30 წუთის განმავლობაში აკვირდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ არ აქვთ ანაფილაქსიური რეაქცია”, – თქვა ჰოტეზმა.

CDC გირჩევთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია სხვა ვაქცინაზე, ან ანაფილაქსია ანამნეზში, ვაქცინაციის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში დარჩნენ პალატაში. დანარჩენებს შეუძლიათ 15 წუთში დატოვონ პალატა.

CDC-ს განცხადებით, ყველა ადგილი, სადაც ვაქცინაცია ტარდება, აღჭურვილი უნდა იყოს ადრენალინით, რათა სწრაფად გაუმკლავდეს ანაფილაქსიის ნებისმიერ შემთხვევას.

ზოგიერთი ვაქცინა უფრო მეტ გვერდით ეფექტს იწვევს, ვიდრე დანარჩენი?

ყველა სხეული განსხვავებულია. ამრიგად, იგივე ვაქცინაზე შეიძლება ერთმა ადამიანმა დღის განმავლობაში ცუდად იგრძნოს ტავი, ხოლო მეორემ – სავსებით ნორმალურად.

“ამასთან, mRNA ვაქცინები – Pfizer და Moderna – ე.წ. უფრო რეაქტოგენულია, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ გვერდით ეფექტს იწვევს. ეს არ არის სერიოზული გვერდითი მოვლენები, მაგრამ შეიძლება უსიამოვნო იყოს და ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს ერთი ან ორი დღის განმავლობაში. როგორც წესი, ეს ასე არ ხდება. ისინი, როგორც წესი, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება”, – თქვა ჰოტეზმა.

Pfizer/BioNTech და Moderna-ს ვაქცინები უზრუნველყოფს დაახლოებით 95% დაცვას სიმპტომური კოვიდ-19-ისგან და ორივე თითქმის 100%-ით ეფექტურია მძიმე კოვიდ-19 დაავადებისგან. მათ კლინიკურ კვლევებში, არც ერთი ვაქცინირებული არ გარდაიცვალა კოვიდ-19-ით.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა არ არის mRNA ვაქცინა. შეერთებულ შტატებში ჩატარებული ცდების მონაწილეთა შორის, იგი 72%-ით ეფექტური იყო სიმპტომური Covid-19-ის წინააღმდეგ და 85%-ით ეფექტური მძიმე Covid-19-ის წინააღმდეგ. დანარჩენი ორი ვაქცინის მსგავსად, აქაც არავინ გარდაცვლილა Covid-19-ით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...