“არ გვაქვს ის დრამატული მატება, რასაც სამედიცინო სექტორი ვერ მოერევა”- ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ „აიპრესთან“ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მიმდინარეობასა და მისი მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა. კითხვებზე, იგეგმება თუ არა კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შეცვლა, ამასთან,  მოგვცემს თუ არა, სისხლის პლაზმით მკურნალობა იმაზე სწრაფად შედეგს, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა მარინა ენდელაძე “აიპრესთან“ დეტალურ განმარტებას აკეთებს.

როგორც წამყვანი ექიმი განმარტავს, სამედიცინო სექტორი მზად არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ  1000-მდე პაციენტს სრულფასოვნად უმკურნალოს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ მძიმე პაციენტებს მიიღებენ.

 მარინა ენდელაძე: ახალი შემთხვევები აგრესიული ტესტირების შედეგად გამოვლინდა. ეს პაციენტები ძირითადად გახლდათ ბოლნისის კლასტერიდან.  არ არის ახლა, რა თქმა უნდა, დრამატული მატება, მაგრამ, რაღაც გარკვეულ ინციდენტთან დაკავშირებით, მოიმატა პაციენტების რაოდენობამ. თუმცა, ეს არ არის ძალიან დიდი, დრამატული მატება, რომელსაც ჩვენი კლინიკა და ზოგადად, ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები ვერ მოერევა. ასეთი ვითარება ჯერ არ გვაქვს.

– რა არის ის რაოდენობა, რაც სამედიცინო სექტორის, სამედიცინო დაწესებულებების კოლაფსს გამოიწვევს? 

– 600-1000 პაციენტამდე  რომ მოვერევით, ნამდვილად ვიცით. სახლში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მხოლოდ 1 პაციენტი მკურნალობს, ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა. მხოლოდ ეს  ერთი პაციენტია, რომელიც გადის სახლის პირობებში მკურნალობას. ზოგადად, სტაციონარში ვათავსებთ ყველა პაციენტს.

რაც შეეხება მეთვალყურეობას, ვიცი რომ მაქსიმალურად კარგად მიმდინარეობს მეთვალყურეობის პროცესი, ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან პაციენტს. თუ რაიმე კლინიკური სიმპტომი გამოვლინდება, რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება ზომები მიღებული.

კლინიკები მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღებას მაშინ დაიწყებენ, თუ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დრამატული მაჩვენებელი იქნება, როდესაც ვერ მოვახერხებთ ყველა პაციენტის მოთავსებას და მათ მკურნალობას.

ინფექციურ საავადმყოფოში, მოგეხსენებათ, არ გვაქვს ბევრი საწოლი. 60-70 პაციენტამდე შეგვიძლია მოვათავსოთ. თუმცა, ახლა სხვა ბევრი კლინიკა გაიხსნა, სადაც შეიძლება მოთავსდეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი.

თუ ვიანგარიშებთ შესაძლო შემთხვევიანად, ინფექციურ საავადმყოფოში გატარებული გვყავს 800 პაციენტზე მეტი. აქედან დადასტურდა 100-ზე მეტი შემთხვევა, 50-ზე მეტი პაციენტი მარტო ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელდა. „-ამბობს მარინა ენდელაძე.

იგეგმება თუ არა ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლის) შეცვლა და მედიკამენტ პლაქველინის ხმარებიდან ამოღება? 

– პროტოკოლის შეცვლა ჯერ არ იგეგმება. პლაქველინს ჩვენთან არანაირი გვერდითი მოქმედება არც ერთ პაციენტთან არ ჰქონია. პლაქველინი საკმაოდ ბევრ პაციენტთან გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, ყველასთან არ გამოგვიყენებია, ვისაც არ სჭირდებოდა, მისთვის არ მიგვიცია. პლაქველინს არ ჰქონია გვერდითი მოქმედება და ამ მედიკამენტითაც გამოჯანმრთელდნენ, ვისთანაც გამოვიყენეთ.

კატეგორიული მტკიცებულება არ არსებობს, რომ პლაქველინის შედეგია პაციენტების გამოჯანმრთელება, თუ ზოგადად მაინც გამოჯანმრთელდებოდნენ. ზოგადად, პლაქველინის ასე უარყოფა ამ ეტაპზე არ შეიძლება. ერთ-ერთი საცდელი პრეპარატია, როგორც სხვა პრეპარატი.

– რა კონკრეტული სიმპტომები აქვთ COVID 19-ით ინფიცირებულებს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

 –  ჩვენთან, პაციენტები განსხვავებული სიმპტომებით იმოვათავსეთ: ცხელება გვქონდა დაახლოებით 80%-ში, დანარჩენი სხვა სიმპტომატიკა იყო, რაც შევისწავლეთ. ზოგს აქვს ყელის ტკივილი, ხველა. ძალიან იშვიათი, მაგრამ იყო ცხვირიდან გამონადენი, დიარეა, გაბრუება, თავბრუსხვევა.

ნაწლავთა დიარეა-ნაწლავის მოქმედების დარღვევა. ძალიან ინტენსიური არაა, მაგრამ სხვადასხვა გამოვლინება იყო. რაც შეეხება ცემინებას, ეს არის ზოგადად, ორგანიზმის დაცვითი რეაქცია უცხო აგენტის მიმართ, ეს შეიძლება იყოს იშვიათად. თუმცა, ცემინება როგორც ასეთი COVID 19-ის სიმპტომი არ არის.

დაცემინებით ადამიანს აცემინებს რაღაც ალერგიული ფაქტორით, რაღაც უცხო რომ მოხვდება. ცემინების დროს იქმნება გამომყოფი, მაგრამ როგორც ასეთი ცემინება არ არის სიმპტომი.

რაც შეეხება ტემპერატურას, თუ ადამიანისთვის 37 გრადუსი არ არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი ტემპერატურა, მაშინ მან უნდა მიმართოს ექიმს. ვინაიდან, საყურადღებოა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც  37 გრადუსი ტემპერატურა ბუნებრივია”-ამბობს ენდელაძე.

მარინა ენდელაძემაიპრესთანტელეკომპანიამთავარი არხისგენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც ის ამბობს რომ გაწერილი პაციენტებიდან გარკვეული რაოდენობა მცდარი ნეგატიური პასუხითაა, როცა PCR დაბალი ხარისხისაა.

მარინა ენდელაძის თქმით, PCR ტესტები არის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის. ამ ეტაპისთვის კი ქვეყანაში არ ყოფილა კორონავირუსით ინფიცირებულის განმეორებითი დაინფიცირება.

მარინა ენდელაძე: ვერ გეტყვით PCR ტესტების დაბალ ხარისხზე. PCR ტესტები არის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, მაგრამ ზოგადად, არც ერთი ტესტი და არც ერთი ლაბორატორია 100%-იანი არ არის. 85%-ზე მეტი მგრძნობელობა აქვს ტესტს, ხარისხი ნამდვილად მაღალია PCR ტესტების. ეს გამოკვლევის ოქროს სტანდარტია, ამაზე უკეთესი კვლევა სხვა არ არსებობს.

არც ერთი პაციენტი არ შემოგვიბრუნებია და არ არის დაფიქსირებული კორონავირუსზე დადებითი! იმის გათვალისწინებით რომ არ არის 100%-იანი კვლევა, ისინი მიდიან 2 კვირიან თვითიზოლაციაში. ჩვენ ჯერ არ გვქონია რეციდივის შემთხვევა, ტესტის პასუხი კორონავირუსზე ყოფილიყო ისევ დადებითი. ჩვენ, გაწერილ პაციენტებს ვიკვლევთ, ჯერ ყველაფერი რიგზეა. მე არ ვიცი, ალბათ მაგ არხის დირექტორს უნდა ცუდი დაიწეროს ამ ტესტებსზე, თუმცა ასეთი არ არის.-ამბობს ენდელაძე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემაიპრესთანსისხლის პლაზმით მკურნალობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღეში დაიწყება.

– მოგვცემს თუ არა, სისხლის პლაზმით მკურნალობა იმაზე სწრაფად შედეგს, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა? 

– სისხლის პლაზმით მკურნალობამ, წესით უნდა მოგვცეს სწრაფი შედეგი. ჩვენ, დავიწყეთ უკვე პროცედურა. გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმას ვამზადებთ, რომელიც იქნება აბსოლუტურად გაწმენდილი. შემადგენლობაში იქნება დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

იმედი მაქვს, კარგი შედეგი იქნება. პლაზმით მკურნალობას გამოვიყენებთ ერთეულ შემთხვევებში, მძიმე პაციენტებთან. ყველას ეს არ სჭიდება და არ ვუმკურნალებთ.

პლაზმით მკურნალობის მეთოდი მედიკამენტურ მკურნალობაზე სწრაფ და უკეთეს შედეგს მოგვცემს, რადგან ვეხმარებით უკვე გამოჯანმრთელებულის ანტისხეულებით. საქართველოში სისხლის პლაზმით მკურნალობას ძალიან მალე დავიწყებთ.”-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინტერვიუ მოამზადა თეონა ციხიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად