აკაკი ბობოხიძე ხათუნა სამნიძეს: არ მრცხვენია, კბილებით გვეჭირა ვითარება და „ლელო“ მაინც დაითანხმეთ

“მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილოთ”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ “ლელოს” წევრ ანა ნაცვლიშვილსა და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს გადაცემა “რეაქციაში”. 

აკაკი ბობოხიძემ  ანა ნაცვლიშვილს მიმართა: ვერ იტყვით, რომ დავალება შეასრულეთ…

ხათუნა სამნიძის კითხვაზე – “მე შევასრულე ბიძინა ივანიშვილის დავალება?” – აკაკი ბობოხიძე ასე პასუხობს: “თქვენ არ ვიცი, გიორგი ვაშაძემ არ ვიცი”…

საპასუხოდ, ხათუნა სამნიძემ მას უთხრა:  “არ გრცხვენია? რა უნდა გელაპარაკო”

აკაკი ბობოხიძე: არ მრცხვენია!  “ლელო” არ გაყვა ელისაშვილს, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ “ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ”.

ხათუნა სამნიძემ საპასუხოდ განუცხადა: “ვიყავით სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია იყო ერთიანი, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ეს არის ჯანსაღი პროცესი. იმიტომ, რომ ასე მივდიოდით სხვადასხვა კომპრომისულ ვერსიებთან”,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...