“არ გაბედო!” – პარლამენტთან მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქციას მართავს.

მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტმა 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრა მეორედ გადადო.

უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მზად არის საკითხის სანაცვლოდ დატოვოს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ მანდატიც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად