„არ გააჩეროთ ნამახვანჰესი“, „დაგვიბრუნეთ სამსახურები“ – ამ მოთხოვნებით რიონის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა

დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნამახვანჰესის მხარდასაჭერად რიგით მეორე აქცია გამართა. აქცია რიონის ხეობის ახალგაზრდების ინიციატივით გაიმართა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესის პროექტის გაჩერების შემთხვევაში, ხეობის განვითარება წარმოუდგენელია.

“არ გააჩეროთ ნამახვანჰესი”, “დაგვიბრუნეთ სამსახურები”, – რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ამ მოთხოვნებით დღესკიდევ ერთხელ შეიკრიბა. ადგილობრივები, ახალგაზრდებთან ერთად, ჰესების მშენებლობის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ხეობის განვითარება ნამოხვანჰესის მშენებლობაზეა დამოკიდებული.
“რიონის ხეობის მოსახლეობა შევიკრიბეთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ვთხოვოთ მხარდაჭერას, რომ წარმატებით განახლდეს ხეობაში დაწყებული “ნამოხვანჰესის” მშენებლობის პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით უმნიშვნელოვანესია, როგორც გაუკაცრიელებული და დაცლილი ხეობისათვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის. არ დავუშვებთ ეს უნიკალური შანსი შევწიროთ რაღაც მარგინალური ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და იაფფასიან სპეკულაციებს გადავაყოლოთ ხეობის აყვავება-განვითარების ერთადერთი ნათელი პერსპექტივა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სალომე ლიპარიძემ.
ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან, აცხადებენ აქციის მონაწილეები. ადგილობრივები ჰესების მშენებლობაში საფრთხეებს ვერ ხედავენ. ახალგაზრდები თითქმის აღარ დარჩნენ ჩვენს ხეობაში. არც სამსახურია აქ, არც ტურიზმის განვითარების შანსი – გზები არაა ელემენტარულად, ვინ უნდა განავითაროს ტურიზმი, სკოლებში 5 და 10 ბავშვი სწავლობს. ნამახვანჰესი ჩვენ არ მიგვაჩნია საფრთხედ, პირიქით ეს პროექტი თუ გადაგვარჩენს. ჯერ მხოლოდ ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, ინფრასტურქტურა გაუმჯობესდება, იმედი მიეცემა ადამიანებს. ახალი 20 კილომეტრიანი გზა გაკეთდება აქ და ქუთაისიდან რაჭაში გადახვალ. ასე თუ განვითარდება ტურიზმი” – აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
ნამახვანჰესის პროექტს კომპანია „ენკა“ ახორციელებს. ამჟამად სამუშაოები გაჩერებულია. პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანის ორჰესიანი წლიურად 1,500-მდე გგვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
პროექტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება, რომლის ოდენობა 800 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მხოლოდ მშენებლობის პერიოდში კომპანია სახელმწიდო ბიუჯეტში გადასახადების სახით 8 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 1600-მდე საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად