“არ დამიწყოთ სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელე”- სააკაშვილი ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას ითხოვს

” ახლა არ დამიწყოთ ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელე ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეომიმართვაში (https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/520119501869581/) ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა და აცხადებს “მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში”

“რაც უნდა გაკეთდეს და რაც უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ახლა ამ ვაი მთავრობას საქართველოს ამ დამაქცევარ მთავრობას არის ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერება. ირანის მოქალაქეების დროებთ შეზღუდვა და შემოსვლის აკრაძალვა.

ასევე, ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების საგულდაგულოდ შემოწმება დამატებით. ისინი შესაძლოა, აღმოჩნდნენ დიდი რისკის მატარებლები… ასე იქცევა ამერიკა, რუსეთი, აზიის ბევრი ქვეყანა ჩვენ ვითომ რა წითელი კოჭი ვართ?! რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად. დამგმეთ ახლა facebook-ზე”–ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად