არ დაგავიწყდეთ, დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა

დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა. ამ ყოველწლიური ღონისძიების დაარსების ინიციატორი კევინ ზაბორნია.

ჩახუტების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 21 იანვარს აღინიშნება. პირველად ეს დღე 1986 წლის 21 იანვარს შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, მიჩიგანში აღნიშნეს. დღესასწაული ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

ჩახუტების საერთაშორისო დღის იდეაა, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უფრო ხშირად მოეფეროს. კერძოდ, საერთაშორისო ჩახუტების დღის მთავარი იდეა ის არის, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად გამოხატონ გრძნობები ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად