აქუბარდია: საზოგადოებისთვის “მიყიდვა” ხდება, რომ კონგრესმენები ინფორმირებულები არ არიან და ეს ენმ-ის ბრალია

საზოგადოებისთვის “მიყიდვა” ხდება, რომ კონგრესმენები ინფორმირებულები არ არიან და ეს ენმ-ის ბრალია, – ამის შესახებ “აიპრესს” “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” თანადამფუძნებელმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა.

კითხვაზე, “ქართული ოცნების” განცხადებები, რომ კონგრესმენებთან პირდაპირ კომუნიკაციას იწყებენ შედეგიანი იქნება თუ უბრალოდ აზრი აღარ აქვს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე? – აქუბარდია ასე პასუხობს:

„დღეს როგორც ვნახეთ, გაკეთდა განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. იქნებოდა ეს კახა კალაძის განცხადება თუ აშშ-ში ჩვენი ელჩი დავით ბაქრაძე, საუბრობდნენ იმაზე, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს გზავნილები არის გაგრძელება პრემიერ გახარიას გზავნილების, რომ ეს განცხადებები შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს. შესაბამისად, ახლა ხდება ასე მიყიდვა საზოგადოებისთვის, რომ კონგრესმენები არ არიან ინფორმირებულები და ეს ყველაფერი „ნაცმოძრაობის“ ბრალია, რომელიც აწვდის ცალმხრივ თუ საკუთარი თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას კონგრესმენებს.

რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ თითქოს კონგრესმენებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია. მაშინ როდესაც თუ გახსოვთ მაგალითად მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელმა კიზინგერმა თქვა, რომ ის კარგად იცნობს საქართველოში არსებულ ვითარებას. რა თქმა უნდა ეს სიმართლე არ არის, მაგრამ როგორც ჩანს “ქართულ ოცნებას”. სხვა გზა არ აქვს დარჩენილი, გარდა იმისა, რომ დააბრალოს მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ. როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში შეიძლება იმ განცდისა, რომ ის კი არ არის პრობლემა, რომ ქვეყანაში რეალური პრობლემებია დემოკრატიის თვალსაზრისით.

საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ორად გაყო მთელი ეს წერილების ისტორია. ერთი ლობისტების ინტერესი და მეორე იყო მეგობართა ჯგუფის განცხადება. ერთი ის იყო, რომ მეგობართა ჯგუფის განცხადებებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. მთავარი პრობლემაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს აღიაროს დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები. როგორც ჩანს გამოსავლად მიიჩნევენ იმას, რომ თქვან, თითქოს ამ წერილების შტურმის მიზეზი ისაა, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. ეს ცუდია თავად „ოცნებისთვისაც“ და საქართველოს იმიჯისთვისაც”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად