აქციის მონაწილეებს უფასო საკვებით და წყლით უმასპინძლდებიან (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს უფასო საკვებით და წყლით უმასპინძლდებიან. ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს, რათა აქციაზე მყოფი ხალხი სიცივეს გაუმკლავდეს.

აქციაზე შეკრება მონაწილეებმა 7 საათიდან დაიწყეს. აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტები აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის სასურველი შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია. ცნიბისთვი, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად