აქციის მონაწილეებმა გურჯაანის სასამარლოსთან მობილიზებულ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის, შეურაცხყოფის და ქონების დაზიანებისთვის დაკავებული “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერი დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღეს მსჯელებს.

ამ წუთებში გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც 10:30 საათზე დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, სამართალდამცველთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული, მათ შენობის მიმდებარედ კორდონი აქვთ მოწყობილი.

ადგილზე იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის გამართვა გუშინ დაანონსეს.  მათი მთავრი მოთხოვნაა დავით კირკიტაძის გათავისუფლებაა.

საპროტესტი აქციის მონაწილეებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად