აქციის მონაწილეების ერთი ნაწილის თქმით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემდეგ, “აპოლო” უნდა აკურთხონ

კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციის მონაწილეებმა, წინა ორი დღისგან განსხვავებით, პროტესტის სხვა ფორმა აირჩიეს და აქცია-პერფომანსი გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩვენებების დასრულების შემდეგ, ხვალ, “აპოლო” სასულიერო პირებმა უნდა აკურთხონ, თუმცა ეს მოსაზრება მათმა ნაწილმა არ გაიზიარა.

ისინი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლებს ანთებენ. მათივე თქმით, პროტესტი იყო მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებში. ადგილზე დღესაც მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები. შენობას სამართალდამცველების კორდონი იცავდა. ფილმის ჩვენება „აპოლოში“ 22.00 საათზე დაიწყეო.

გუშინდელ აქციაზე, ბათუმში, ერთი პირი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს აგინა, მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად