აქციის მონაწილე „ტორპედოს“ გულშემატკივრებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა

აქციის მონაწილე „ტორპედოს“ გულშემატკივრებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა გუნდის ახლანდელ მეპატრონესთან სამართლებრივი დავა იწყება. სარჩელი რომელიც საქალაქო სასამართლოში შევა ზაზა ჩაჩავასთვის საფეხბურთო კლუბის ჩამორთმევასა და ქუთაისის მერიისთვის დავალიანების გარეშე გადაცემას ითვალისწინებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალი სპონსორისა და დაფინანსების მოძიება.

„ჩვენ „ტორპედოში“ დავნიშნეთ დროებითი მმართველი თემურ ჩეჩელაშვილი, რათა მოხდეს გუნდში არსებული პრობლემების დეტალურად შესწავლა. პარალელურად კლუბის ახლანდელ მეპატრონესთან ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რათა გუნდი დავიბრუნოთ. მანამ სანამ საფეხბურთო კლუბი მერიას არ დაექვემდებარება ჩვენ დავალაინებას ვერ დავფარავთ, რადგან ამის იურიდიული უფლება არ გვაქვს “-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღარიამ.

შეგახსენებთ რომ საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა აქცია გამართეს, ისინი 3 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...