აქციის მონაწილე საპატრიარქოს, დიპკორპუსს და არასამთავრობოებს: სასწრაფოდ ჩაერთეთ და პანკისის ხეობაში განმუხტეთ სიტუაცია

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც კომპანიის ინფორმაციით დღეს დილით დაიწყო.

პირველად, ხეობაში ქალები და კაცები ერთად გამოდიან საპროტესტო აქციაზე.

მათი თქმით, დილიდანვე ადგილზე მობილიზებული დახვდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი. ერთ-ერთი აქციის მონაწილე მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერთონ პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებაში, რადგან მისი თქმით ადგილობრივი არ მისცემენ მთავრობას ხეობაში ჰესების მშენებლობის უფლებას.

ცნობისთივს, დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება. ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...