აქციის მონაწილე პოლიციელებზე: სცხვენიათ, რომ ასეთ ბინძურ დავალებებს ასრულებინებს ოლიგარქი

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სურთ მისი სახლის დაბოქლომება, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

“გვქონდა გადაწყვეტილი ბიძინას კარიც ისე დაგვებოქლომებინა, როგორც დავაბოქლომეთ სხვა დაწესებულებები. ეს კაცი იმ უწყებების ბოსია, რასაც ეს ეუბნება იმას აკეთებენ. იმ უწყებებზე ამხელა წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, როგორც ახლა საკუთარ ტყავს იცავს, პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მოგვცა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიციას საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებს.

“აქ არის საჯარო სივრცე და დააყენა პოლიცია თუ კრიმინალურები და ფაქტიურად ეს ადამიანები აქცია საკუთარი დაცვის სამსახურის თანამშომლებად. პოლიცია უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს და არა ასეთ ბიძურ ოლიგარქებს. ამ ადამიანებს თავადაც სცხვენიათ, რომ ასეთ ბინძურ დავალებებს ასრულებინებს ოლიგარქი”, – განაცხადა აქციის მპონაწილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად