A1 ბანერი

აქციის მონაწილე: დაგვისაბუთონ რომ რეგულაციები მიზნად ემსახურება სატაქსო სფეროს გაუმჯობესებას! (ვიდეო)

ამ წუთებში თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლებიც მიზნად ემსახურება ტექნიკურ დათვალიერებასა და ტაქსების თეთრ ფერში გადაღებვას.

“თბილისის მერიისგან უპირველესყოვლისა ვითხოვთ იმას რომ ამხელა ორგანიზებას რომ აკეთებ სფეროს არგულირებ, ჯერ დაგვიძახე გარკვეულ ნაწილს ვინც ამ სფეროში ვმუშაობთ, დაგველაპარაკეთ ან კარგს რას ვაკეთბს? ან ცუდს?!.

ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ რაღაც რეგულაციებს რომ იღებენ? ჯერ დაწყებულიც არ აქვთ რეგულაციები და ლიცენზიაო, ტექნიკური დათვალიერება, ახლა კიდევ წელიწადში ორჯერ ტექნიკური დათვალიერება და ფერიო.

თუ უნდათ დაგვიძახონ, შეგვხვდნენ დაგველაპარაკონ რეგულაციებით მარტო საქმე არ კეთდება. მიზეზები არ აღმოიფხვრება იმ სიცუდის რაც ქვეყანაში ხდება.

ჩვენი მოთხოვნა დაგველაპარაკონ, დაგვისაბუთონ რომ ყველა რეგულაცია მიზანშეწონილია და მიზნად ემსახურება სატაქსო სფეროს გაუმჯობესებას”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...