აქციაზე დაზარალებული: “ნაცმოძრაობას” უფლება არ აქვს ამდენი ილაპარაკოს!

დემეტრე ნაყოფია, რომელიც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განკუთვნილი ადგილიდან, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიმართვის შემდეგ, პარლამენტთან საპროტესტო აქციიაზე იყო მისული, აქციის დაშლის დროს მძიმედ დაშავდა. 

დემეტრეს ლეტალურმა ტყვიამ თავი და თვალის დაუზიანა, მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოში და თვალიც და მხედველობას შეუნარჩუნეს.

“…თან აღმოვჩნდით ისე, უცებ გადმოაგდეს გაზის ბალონები დასაშლელად. რა ქნეს ამითი? 5 წუთით დაშალეს ხალხი, 5 წუთში ისევ დავბრუდით… თუმცა მე მესმის მათი, ვუშვებ იმასაც რომ ნებისმიერ სხვა ევროპული ქვეყნის მთავრობის სახლს ვინმე რომ დაესხას, გაზის ბალონი კი არა შეიძლება “ისტრიბიტელიგადმოაფრინონ.

შეტევაზე არ მივდიოდით, იმიტომ რომ დავამყარეთ რაღაცა დონის კავშირი წინა ხაზთან. იმ ბიჭებს ვინც ფარიანი იდგნენ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში მესმის მათი მდგომარეობის, როდესაც ფიცი აქვთ დადებული, რომ სამშობლო უნდა დაიცვან… იტყვის ადამიანი, სამშობლო იქაა სადაც მოსახლეობაა, მაგრამ აქ კიდევ მეორე მხარეა, კონსტიტუციური მხარე.

არ დაბნეულან თუნდაც იმ მომენტში, როცა რაციით გადასცეს და მიხვდნენ, რომ ისევ აპირებდნენ რეზინიის ტყვიის და გაზის გამოყენებას, და ფარები აგვაფარეს. ვინც იქ ვიყავით,  ბოლოს ცოტა ხალხი შემოვრჩით, ფარები აგვაფარეს, მართლა, წინ გადმოწიეს ფარები, შემოდითო და პირბადეები მოგვიწყვეს უპრობლემოდ და მართლა დაგვიცვეს, თავისი მოვალეობა შეასრულეს პირნათლად.

ყველაზე მთავარი რაც იყო, ხალხი რომ მოგვაწვებოდა ყვირილს ვიწყებდით, რატომღაც ამ დროს იწყებდნენ “ნაციონალები” ყვირილს.  იმ წუთშივე ვწყვეტდით ყვირილს პარლამენტის მიმართ. ვინც იქ ვიყავთ, იმ წუთში ვტრიალდებოდით და ვიწყებდით “ნაციონალების” გაჩუმებას და ლანძღვას. პირველ რიგში ვლანძღავდით “ნაციონალებს” და ვეუბნებოდით, თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ჩვენი ქვეყნის ამბავს.

აქ იყო გარკვევა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, რომ შეთანხმებამდე მივსულიყავით. ყველას გვახსოვს 2012- 2011-2010-2009-2008 წლები, რა წლები გამოვიარეთ ქართველმა ხალხმა

ელემენტარული ჩემი რჩევა იქნება როგორც რიგითი მოქალაქის, თუ ვინმე ყურს მიგდებს, რომ  არ უნდა ჰქონდეს უფლება ამ პარტიას ამდენი ილაპარაკოს, მითუმეტეს თუ პროვოკაცია არის. ამხელა პროვოკაცია მოხაზონ, უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს გასატანი იმ მთავრობას რომელმაც ჩვენ, მაშინ, ეს გვიქნა”,  – განაცხადა დემეტრე ნაყოფიამ ტელეკომპანია”იმედთან”.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-12 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...