აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა რუსთაველზე მოძრაობა გადაკეტეს

ამის შესახებ, აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგამოზატორმა ნოდარ რუხაძემ აქციის მიმდინარეობის დროს განაცხადა.

“მინდა პოლიციას ვთხოვო .გთხოვთ, შეაჩეროთ მანქანების ნაკადი. ადამიანები დგანან კიდეებში და სურთ ჩვენი ანტისაოკუპაციო აქციის მოსმენა. გადაიწიეთ, გაათავისუფლეთ გზა, მანქანების ნაკადი შეაჩერეთ”- განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94 დღეს კვლავ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად