აქცია “სირცხვილიას” მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილს წითელი ბარათი უჩვენეს

პარლამენტთან მიმდინარე აქცია “სირცხვილია” მონაწილეებმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს წითელი ბარათი აჩვენეს.

“თქვენ ამ ბარათით ძალიან მნიშვენლოვანი პროცესის მონაწილეები ხდებით, რომელსაც არავის არ აბარებთ და დაგაქვთ ჯიბით. ეს არის ჩვენი საბუთი, მეორე მხრიდან კი ეს არის წითელი ბარათი, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც 2020 წლამდე დარჩა სულ ცოტა დრო”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.

მისი სიტყვის შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნის თანხლებით წითელი ბარათი ააფრიალეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად