აქცია გურჯაანში – სასამართლომ 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გაათავისუფლა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, 6 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი მოსამართლესა და პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი სასამართლოს ეზოში გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებშიც იმყოფებიან.

ადგილზე პოლიციაა მობილებული.

საქმე ეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევას. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად