აქტივისტების მტკიცებით, მოსკოვში, რადიაციის დონე, ფონურთან შედარებით 60-ჯერ გაიზარდა

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაერთიანება “რადონის” რადიაციის მზომ მრიცხველზე აქტივისტების მიერ რადიაციის დონის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

აქტივისტებმა პრესასთან საუბარში განაცხადეს, რომ  ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო “რადონის” რადიაციის მზომ მრიცხველზე დაფიქსირებული რადიაციის დონის 60-ჯერადი მატების შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს აცნობებს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მისულიყვნენ ადგილზე და აქტივისტებს ურჩიეს მიემართათ “რადონის” მორიგისთვის.

ახლახანს “ტასს”-მა გაავრცელა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დედაქალაქის მთავარი სამმართველოს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რადიაციული ფონი ქალაქში ნორმას არ აჭარბებს.

“ინფორმაცია, გავრცელებული რიგი საინფორმაციო საშუალებების მიერ, მოსკოვში რადიაციული ფონის თითქოსდა დაფიქსირებული მკვეთრი ავარდნის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო “რადონის” თანახმად, რადიაციული ფონი მოსკოვში არ აჭარბებს ნორმას”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქ, სადაც აქტივისტებმა მრიცხველზე რადიაციის მაღალი ჩვენება დააფიქსირეს, მე-20 საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში მოსკოვის პოლიმეტალების ქარხანა ნარჩენებს ასაწყოებდა. 2000-იანი წლებიდან, ქარხნის ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ნარჩენების სამარხია, ქალაქს გადაეცა საკუთრებაში და ქარხანა ნარჩენების გაუვნებელსაყოფად ზომებს არ იღებს, რადგან, ფორმალურად, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან.

2018 წელს ამ ტერიტორიაზე ჩქარი ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ მიიღეს გადაწყვეტლება. ქალაქის მერს გაცხადებული ჰქონდა, რომ პოლიმეტალების ქარხნის ტერიტორიიდან რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველ ნარჩენებს გაიტანდნენ და ქალაქის ამ რაიონის 2,5 მლნ მცხოვრების ეკოლოგიურ გარემო გზის მშენებლობის გამო  არ გაუარესდებოდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად