“აქსის თაუერსმა” მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა

„აქსის თაუერსი“ შეუერთდა მერიის ინიციატივას, რომელიც ბიზნეს-სექტორისა და მოქალაქეთა მხრიდან დედაქალაქში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სურსათისა და სხვა აუცილებელი პროდუქტის მიწოდებას ითვალისწინებს.

„აქსის თაუერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ოთარ დიხამინჯიამ მედიასთან განმარტა, რომ კომპანიამ შეისყიდა სურსათი, ტკბილეული და სარეცხი საშუალებები, დაამზადა 1000 კალათა და გადასცა თბილისის მერიას ხანდაზმულთათვის გასანაწილებლად. მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ პანდემიისგან მიყენებული ეკონომიკური ზიანისგან მაქსიმალურად დავიცვათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები.

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ აღნიშნა, რომ კვლავაც გრძელდება აქტივობა, რომელიც კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის დახმარებას ითვალისწინებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს. თბილისის მერმა მადლობა გადაუხად „აქსის თაუერსის“ წარმომადგენლებს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა „აქსის თაუერსის“ მნიშვნელოვანი შენატანის როლი ამ საერთო საქმეში.

„აქსის თაუერსი“ დეველოპერული კომპანია „აქსისის“ და თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პორექტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად