აქსის თაუერსი დუბაიში CITYSCAPE GLOBAL გამოფენაზე წარსდგა

აქსის თაუერსი როგორც საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ახალი ლენდმარკი, დუბაიში CITYSCAPE GLOBAL გამოფენაზე წარსდგა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “აქსისი” ავრცელებს.

CITYSCAPE GLOBAL მსხვილმასშტაბიანი ღონისძიება, სადაც გავლენიანი და მნიშვნელოვანი ინვესტორებ იყრიან თავს. CITYSCAPE GLOBAL ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საინვესტიციო პროექტების წარმოსაჩენად ,ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისათვის.

კომპანია აქსისის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს გამოფენაში მონაწილე სხვადასხვა მნიშვნელოვან ინვესტორებთან და კომპანიების ხელმძღვანელებთან.

აქსის თაუერსი, როგორც მთლიანად ქართული პროექტი, შექმნილი ქართველი არქიტექტორების მიერ გამოფენაზე ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილებით და გამორჩეული დიზაინით.
საქართველოს მონაწილეობა ღონისძიებაში „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...