აქიმიძე-დვალი: სააკაშვილისგან ასეთი გზავნილიც კი იყო, რომ ტრუსის ამარა დაგვტოვებდნენ

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს.

“იმ საქმეს ვინც ნახავს დაინახავს რა პირობებში, როგორ, რა წნეხით, გაკოტრების რეჟიმში შეყვანილი ტელევიზიის კედელთან მიყენებით და რეალური მუქარით მიდიოდა. დეფოლტის დეპეშებით ჩამოტანილი ბელგრადიდან, რომ ჩვენ საკუთარ სახლებსაც გვართმევდნენ. ეს ტერმინიც იყო, რომ ტრუსიკის ამარა გვტოვებდნენ”, – განაცხადა დავით დვალმა.

კითხვაზე, ვინ გამოიყენა ეგ ტერმინი, პასუხობს, რომ ეს გზავნილი მათ ეროსი კიწმარიშვილმა გადასცა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვისგან იყო გზავნილი, ჯარჯი აქიმიძე პასუხობს, რომ “მიხეილ სააკაშვილისგან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად