აქიმიძე: ჩვენთან საუბარი ჰქონდათ უმაღლესი თანამდებობის პირებს, ადეიშვილს და მერაბიშვილს

“ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი”.

ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა კითხვაზე, იყო თუ არა ქიბარ ხალვაში მხოლოდ შუამავალი პერსონა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს უმაღლესი თანამდებობის პირებს, მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ჩვენ ქიბარ ხალვაში საერთოდ არ გვინახავს, ქიბარ ხალვაში მოვიდა ნოტარიუსთან, არა მაშინ, რაც წილი შეიძინა და ხელი მოაწერა, არამედ ქიბარ ხალვაში იმ დოკუმენტის მიხედვით გახდა გარანტორი „რუსთავი 2“-ის ვალთან დაკავშირებით.

ჩვენ ვალის ვალდებულება მოგვეხსნა და ქიბარ ხალვაშმა გადაიბარა, როგორც მომავალმა მეპატრონემ. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ხალვაში არ გვინახავს. ქიბარ ხალვაშის სიტყვები ამდენი ხნის განმავლობაში რაც იყო, იგივე დარჩა“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის დამფუძნებლები: ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით ღია შეხვედრას მართავენ, რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციური და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად