“აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება” – ბათუმის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხმაური საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. დეპუტატმა გასულ კვირას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ შურისძიებაზე გაკეთებული განცხადება გაიხსენა და კოლეგებს პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა.

“რიჟვაძე პირდაპირ დაემუქრა ოპოზიციას შურისძიებით და თვითონ გახდა გარანტი გაწმენდდა ამ ველს. თუ თქვენ ეთანხმებით ამ პათოსს აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება,” – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოს უმრავლესობა კი მიიჩნევს რომ მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადებით დაძაბული სიტუაცია განმუხტა, რადგან მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლის ჯელალ ქიქავას მიერ პირდაპირ ეთერში აჭარის მოსახლეობის შეფასებას შესაძლოა შურისძიება მოსახლეობის მხრიდან მოჰყოლოდა. უმრავლესობის მოთხოვნაა ქიქავამ შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადოს.

“გამოდით და ბოდიში მოიხადეთ, რომ არა მთავრობს თავმჯდომარის განცხადება ძალიან ცუდი ამბები მოხდებოდა. თავმჯდომარის ვაჟკაცურმა განცხადებამ შეაჩერა ეს პროცესი, თქვენ მაინც იცით ზემო აჭარის ლოგიკა,-” აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე.

აღნიშნულ განცხადებას სხდომათა დარბაზში ურთიერთბალდებები სიტყვიერ დაპირისპირება მოჰყვა. ბათუმის საკრებლოს სხდომაზე დღის წესრიგით სამ საკითხი უნდა განიხილონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად