“აქ არის ცირკი და კლოუნადა”-კამათი მეგრელიშვილსა და ხაბეიშვილს შორის

“ტვ პირველის” ეთერში “გირჩის” წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი და “ნაცმოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ეკამათნენ. ხაბეიშვილი მეგრელიშვილის ფრაზამ გააბრაზა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე იმ ხალხს, რომელიც ახსენა, 36 000 ამომრჩეველი, სად ხედავს მათ პოლიტიკურ ადგილს? – მეგრელიშვილი პასუხობს:

“ამ ხალხის ადგილი აქ არ არის, ეს ცირკია, კლოუნადაა, აქ აზრის გამოტანა შეუძლებელია”, – განაცხადა მეგრელიშვილმა, რაზეც ლევან ხაბეიშვილი შეეკამათა:

“შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებ. ცირკი და კლოუნადა სხვაგან მოიკითხეთ. მე არ ვგრძნობ თავს ცირკში, თქვენ თუ გრძნობთ, არ ვიცი”.

მეგრელიშვილის პასუხი კი ასეთია: “კი, მე ვგრძნობ”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად