აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა

2020 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა.

აპრილში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე კარტოფილის გაძვირებამ იქონია. კარტოფილი
22.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა. მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად 10.7 პროცენტით გაიაფდა ბენზინი, რამაც ინფლაცია 0.4 პპ-ით შეამცირა.

წლიურ გამოხატულებაში, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება და აპრილში 16.7 პროცენტს შეადგენდა (5.0 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი მთლიან ინფლაციაში). სურსათიდან გამოსარჩევი იმერული ყველის, კარტოფილის, ძროხის ხორცის, ვაშლის და შაქრის გაძვირებაა. ამ პროდუქტების ჯამური წვლილი ინფლაციაში 2.1 პპ-ს უტოლდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, წინა წელთან შედარებით სიგარეტზე 13.0 პროცენტიანი ფასების ზრდა (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ).
აპრილში წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად კომბოსტოსა (69.8 პროცენტით) და ბენზინის (6.1 პროცენტით) გაიაფება მოქმედებდა, ჯამში 0.4 პპ-ით.

საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, აპრილში 4.1 პროცენტს შეადგენდა. საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად