აპრილში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 27.9 პროცენტით შემცირდა

2020 წლის აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 27.9 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირებამ, რაც დიდწილად მსუბუქი ავტომობილების,
სამკურნალო საშუალებებისა და სიგარეტების ექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე რუსეთში შემცირებული ექსპორტი ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების გავლენით, უკრაინაში შემცირებული ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების, სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლების გავლენით, ხოლო სომხეთში ექსპორტმა დაიკლო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მკვეთრი შემცირების გამო.

ამის საპირისპიროდ, აშშ-ში ექსპორტმა მოიმატა ფეროშენადნობების ექსპორტის გავლენით. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად ექსპორტი გაიზარდა შვეიცარიაში დაუმუშავებელი ოქროს გაყიდვების გამო. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო.

2020 წლის აპრილში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, აშშ, უზბეკეთი და შვეიცარია.
ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 70 პროცენტი შეადგინა.

წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად