აპრილში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით, 25 მლნ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 25 მლნ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა აპრილში 26.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 51.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

აპრილში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 242.3 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,191.0 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების
სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 165 მლნ ლარით და 2,585 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხი აპრილის ბოლოსთვის გაიზარდა 30 მლნ ლარით და 400 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 226.6 მლნ ლარით.

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 91.6 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,961.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 5.5 მლნ ლარით
შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 131.3 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 43.8 მლნ ლარით შემცირდა.

93.1 მლნ ლარამდე შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად