Apple თავის ახალ პროდუქციას 10 სექტემბერს წარადგენს

ამერიკული კომპანია Apple თავის ახალ პროდუქტებს 10 სექტემბერს წარადგენს. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

პრეზენტაცია სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართება, რომელიც კალიფორნიაში, კომპანიის შტაბბინაში მდებარეობს.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია სამ ახალ iPhone-ს და განახლებულ iPad-ს, MacBook Pro-სა და Apple Watch-ს წარადგენს. განახლებული MacBook Pro ბოლო სამი წელიწადია, არ გამოსულა.

გარდა ამისა, კომპანია წარადგენს აქსესუარების ახალ მოდელებსაც – AirPods და HomePod. აგრეთვე Apple TV-ის, Mac და Apple Watch-ის ეკრანებისა და Apple TV + video და Apple Arcade-ს სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებულ ვერსიებს.

ცენტრალური ელემენტი კი მაინც iPhone-ის ახალი მოდელებია. როგორც Bloomberg-ი წერს, მოწყობილობების ახალი მოდელები, როგორც წესი, პრეზენტაციიდან ორი კვირის შემდეგ ეშვება გაყიდვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...