Apple რუსეთის მოთხოვნას დათანხმდა და ყირიმს მის ნაწილად აჩვენებს

BBC იუწყება, რომ Apple-მ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ყირიმი რუსეთის ნაწილად იქნება ნაჩვენები.

ამიერიდან რუსეთში მყოფთათვის Apple-ს აპლიკაციებში – Apple Maps და Weather ყირიმი ნაჩვენები იქნება, როგორც რუსეთის ტერიტორია. იგივე აპლიკაციებში რუსეთის ფარგლებს გარედან შესვლის შემთხვევაში ყირიმი არ იქნება მიკუთვნებული რომელიმე ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ Google Maps-ში შესვლის შემთხვევაში არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის ნაწილია ყირიმი, თუმცა ტოპონიმთა სახელწოდებები დატანილია რუსულადა და არა უკრაინულად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად