Apple Music-ის კონკურენტი კომპანია SiriusXM სერვის Pandora-ს 3,5 მილიარდ დოლარად შეისყიდის

ციფრული სატელიტური რადიოსადგურების ქსელი SiriusXM მუსიკის სტრიმინგ სერვის Pandora-ს 3,5 მილიარდ აშშ დოლარად იყიდის, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანია თითო აქციაში 10,14 აშშ დოლარს გადაიხდის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას სურს კონკურენცია გაუწიოს Apple Music-სა და Spotify-ს. ახალი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, ბირჟებზე Pandora-ს აქციები 8,58%-ით გაძვირდა და თითოზე 10,65 აშშ დოლარი შეადგინა. SiriusXM-ის აქციები კის ღირებულება კი თითოზე 6,89 აშშ დოლარია.

Pandora-ს აქციონერებისთვის, SiriusXM-ის შეთავაზება ფაქტობრივად დაახლოებით 13,8%-იან პრემიას უტოლდება. შეთანხმებას ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა ეთანხმება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება 2019 წლის პირველ ნახევარში დაიხურება.

2017 წელს, კომპანიამ SiriusXM, სერვისში უკვე ჩადო 480 მილონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია და ახლა იგი კომპანიის 15%-ს ფლობს. ბოლო შეთანხმების წყალობით კი, მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი აუდიოკომპანია შეიქმნება.

SiriusXM განვითარებას ორივე მიმართულებით გეგმავს, როგორც რადიოსადგურების ქსელით, აგრეთვე სტრიმინგ სერვისითაც. კომპანია მომხმარებლებს მალე შესთავაზებს პაკეტებს, რომლებიც მოიცავს SiriusXM-ის ხელმომწერებსა და Pandora-ის პრემიუმ-ხელმომწერებს. SiriusXM აგრეთვე იმედოვნებს, რომ მოახერხებს Pandora-ს წინ წაწევას ამერიკელ ავტომობილისტებს შორის. თავად რადიოსადგურის ქსელი კი უკვე დიდი ხანია, რაც პოპულარულია მათ შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად