Apple-მა შესაძლოა, სმარტფონებისთვის 5G-მოდემების წარმოების შესახებ Intel-ის ბიზნესი შეისყიდოს

კომპანია Apple მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანიასთან Intel, რათა შეიძინოს ჭკვიანი ტელეფონებისთვის 5G-მოდემების წარმოების ბიზნესი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

შესაძლო გარიგების ღირებულება, რომელიც ერთი წლის წინ შეათანხმეს, შესაძლოა 1 მილიარდი აშშ დოლარი იყოს. შეთანხმების გაფორმება შესაძლოა მომდევნო კვირას დასრულდეს.

The Wall Street Journal-ი აგრეთვე წერს, რომ 1 მილიარდი აშშ დოლარი ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, როგორიც არის Apple და Intel, არაფერს ნიშნავს. თუმცა, აღნიშნულ შეთანხმებას შესაძლოა სტრატეგიული და ფინანსური მნიშვნელობა ჰქონდეს Apple-სთვის, რომელსაც სურს, რომ 5G ტექნოლოგიის დანერგვაში ლიდერი იყოს. კერძოდ, კომპანიას წვდომა ექნება Intel-ის მრავალწლიან ინჟინრულ ნამუშევრებზე.

გამოცემა აგრეთვე წერს, რომ Intel-ი, აღნიშნული შეთანხმების წყალობით ზარალის მომტანი წარმოებისგან გათავისუფლდებოდა, ვინაიდან კომპანია, ჭკვიანი ტელეფონების შემუშავებაზე, ყოველწლიურად 1 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. ამგვარად, Intel მზად არის, უარი თქვას ამ ბიზნესზე, ჭკვიანი ტელეფონებისთვის მოდემების წარმოებაზე.

კომპანიებს აქამდე უკვე უწარმოებიათ მოლაპარაკებები სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ შეუჩერებიათ, რადგან მაშინ Apple-მა გარიგება გააფორმა Intel-ის კონკურენტ კომპანიასთან Qualcomm. გარიგება მოდემების მიწოდებას ეხებოდა. მაშინ Intel-მა თავისი ბიზნესის შესაძლო მყიდველების სხვა კანდიდატების ძებნა დაიწყო, თუმცა მერე მალევე განაახლა Apple-თან მოლაპარაკებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...