Apple-მა სამი ახალი iPhone წარადგინა

კომპანია iPhone-ის ახალი პროდუქციის პრეზენტაცია 10 სექტემბერს, კალიფორნიაში, კომპანიის შტაბბინაში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გაიმართა.

კომპანიამ სამი ახალი მოდელი წარადგინა – iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max.

ახალი მოწყობილობები აღჭურვილია ფართოკუთხიანი კამერით, ფოტოების გადაღების ღამის რეჟიმის ფუნქციით, რომლის დროსაც არ იქნება აუცილებელი განათების გამოყენება. iPhone 11-ს აქვს ორი ძირითადი კამერა, მოდელ Pro-ს – სამი – ტელეობიექტივი, ჩვეულებრივი კამერა და ულტრაფართო კამერა.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, უშუალოდ ვიდეოს გადაღების დროსაც შეცვალოს რეჟიმი, მათ შორის შესაძლებელი იქნება ფართოკუთხიან კამერაზე გადასვლაც.

Pro მოდელებს აგრეთვე აქვთ ვიდეოს დამუშავების სრულყოფილი ფუნქციები, მათ შორის ფერისა და განათების ბალანსის რედაქტირება. ახალი მოდელების წინა კამერას შენელებული მოძრაობის გადაღებაც შეუძლია და მას ფართოკუთხიანი ობიექტივი აქვს, რომელსაც სახის ამოცნობა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც მაგიდაზე დევს.

მოწყობილობებს აქვთ ახალი პროცესორი Apple A13, რომელსაც შეუძლია წყლის ქვეშ 2,5 საათის განმავლობაში გაჩერება განსხვავებით წინა მოდელებისგან, რომელთა პროცესორსაც მხოლოდ ნახევარი საათი შეუძლია.

iPhone 11-ის ეკრანის ზომა 6,1 დუიმს შეადგენს, iPhone 11 Pro-ის – 5,8 დუიმს, ხოლო iPhone Pro Max-ის – 6,5 დუიმს.

iPhone 11 არის თეთრ, შავ, წითელ, მწვანე, ყვითელ და ლავანდის ფერებში. აშშ-ში მისი ფასი 699 აშშ დოლარი იქნება, iPhone 11 Pro-სი – 999 აშშ დოლარი, ხოლო iPhone 11 Pro Max-ის – 1099 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად