Apple-მა პირველი ფინანსური პროდუქტი – Apple Card წარადგინა

კომპანიამ Apple თავისი პირველი ფინანსური პროდუქტი – Apple Card წარადგინა. იმისათვის, რომ კომპანია გასულიყო ფინანსური მომსახურების ბაზარზე, მან პარტნიორობის მიზნით მოლაპარაკებები აწარმოა Goldman Sachs-სა და საგადასახადო სისტემას Mastercard-თან.

როგორ იმუშავებს Apple-ის ბარათი

კომპანია Apple აცხადებს, რომ აღნიშნული ბარათის გამოყენების შემთხვევაში, კლიენტი თავისუფლდება ისეთი მომსახურებების გადასახადებისგან, რომლებიც კლიენტს ეჭრება სხვადასხვა მომსახურებისთვის, ვადაგადაცილებისთვის, საზღვარგარეთ განხორციელებული გადასახადებისთვის და სხვა.

Apple-ის საკრედიტო ბარათს ბანკი Goldman Sachs გამოუშვებს და სწორედ იგი იქნება ინტეგრირებული აპლიკაციაში Apple Wallet. მისი შეკვეთა სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი.

მომსახურებაში ხელმისაწვდომი იქნება შემოსავლებისა და გასავლების ანალიტიკა და სწორედ მისით განისაზღვრება კრედიტის ღირებულებაც.

საკრედიტო ბარათის გამოყენება შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც გადახდა Apple Pay-თ ხორციელდება. Apple Pay-ს ახორციელებს ამერიკული სავაჭრო ქსელების 70%, იგი აგრეთვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 40 ქვეყანაში.

სხვა დანარჩენი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია ფიზიკური ბარათის გამოშვება, რომელიც ტიტანისგან იქნება დამზადებული. ამასთან, თვითონ ბარათზე მინიმალური ინფორმაცია იქნება დატანილი – მასზე არ იქნება მითითებული ბარათის ნომერი, CVV კოდი, ბარათის მოქმედების ვადა და კლიენტის გვარი. აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ კლიენტის ჭკვიან ტელეფონში იქნება განთავსებული.

კარტის მეშვეობით გააკეთებ ქეშბექსაც. Apple Pay-ით ეს იქნება ნებისმიერი შენაძენის 2% და 3% კომპანიის მაღაზიებში გაკეთებულ შენაძენებზე. ფიზიკური ბარათის შემთხვევაში კი ქეშბექი 1% იქნება.

Apple კრედიტს 13,24-დან 24,24-მდე პროცენტით გასცემს.

Apple და Goldman Sachs აცხადებენ, რომ ისინი არ გაუზიარებენ მომხმარებლების პირად მონაცემებს პარტნიორებსა და სარეკლამო კომპანიებს. გარდა ამისა, კომპანიებს არ ეცოდინებათ, კონკრეტულად რა პროდუქტი შეიძინა კლიენტმა, სად განახორციელა ეს შენაძენი და რა თანხა დახარჯა Apple Card-ის მეშვეობით.

აშშ-ში აღნიშნული ბარათი ხელმისაწვდომი გაზაფხულზე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...