Apple-მა ინტერნეტ-სერვისი Apple Music-ის ტესტ ვერსია მოხმარებაში ჩაუშვა

ამერიკულმა კომპანიამ Apple ინტერნეტ-სერვისი Apple Music მოხმარებაში ჩაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ამასთან, კომპანიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სერვისის ეს ვერსია ტესტი ვერსიაა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერვისი 5 სექტემბერს ჩაეშვა. სააგენტო წერს, რომ ანალოგიური სერვისი Mac-ის კომპიუტერებში 2019 წლის მიწურულიდან გამოჩნდება.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, Apple Music-ის ძირითადი კონკურენტი Spotify Technology-ია, 2014 წელს კომპანიამ Apple შეისყოდა Beats Music, რომელსაც ვებ-გვერდის ვერსიაც ჰქონდა, თუმცა კომპანიამ, Apple Music-ის გამოჩენის შემდეგ, იგი დახურა.

ივნისის დასაწყისში Bloomberg-მა დაწერა, რომ Apple აპირებს ჩაანაცვლოს iTunes-ი, რომელიც უკვე 20 წელიწადია, რაც ფუნქციონირებს და განკუთვნილია Music, TV და Podcasts-ებისთვის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას სურს, რომ თავისი მოწყობილობები უფრო მეტად ავტონომიური გახადოს.

Bloomberg-ი აგრეთვე წერდა, რომ Apple აპირებდა Mac-ისთვის პროგრამების გამოშვებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მუსიკისა და პოდკასტების მოსმენა, აგრეთვე ვიდეოების ყურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...