Apple-მა განახლებული MacBook Pro წარადგინა

კომპანიამ Apple, განახლებული, 16-დუიმიანი ნოუთბუქი MacBook Pro წარადგინა, რომელიც Retina-ს დისფლეით არის აღჭურვილი. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის აღნიშნული.

MacBook Pro-ს 3072×1920 რეზოლუციის დისფლეი აქვს, აგრეთვე 8-ბირთვიანი, მეცხრე თაობის Intel-ის პროცესორი, 64 გეგაბაიტიანი ოპერაციული მეხსიერება. კლავიატურა Magic Keyboard გაუმჯობესებული თვისებებით, რომელიც ტექსტის კომფორტულად, ჩუმად და სასიამოვნოდ აკრეფის საშუალებას იძლევა. ღილაკი Esc კი Touch Bar-ის მიღმა მდებარეობს.

„16-დუიმიანი MacBook Pro-ს (Intel Core i7, 512 გეგაბაიტი) საბაზისო მოდელი ორჯერ სწრაფია წინა თაობის საბაზისო მოდელზე, რისი წყალობითაც, დარენდერება გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

MacBook Pro-ში 6 დინამიკია ჩამონტაჟებული. Apple აცხადებს, რომ მან ხმის გაშვებისას ხმაურის 40%-ით შემცირება შეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად