Apple-მა ახალი MacBook Air, iPad Pro და Mac mini წარადგინა

კომპანიამ Apple, MacBook Air-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომლის დიაგონალის სიგრძე 13,3 დუიმია. პრეზენტაციის პირდაპირი ტრანსლაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემოდა.

განახლებული კომპაქტური ნოუთბუქი აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის მქონე დისფლეით Retina. აპარატის წონა 1250 გრამია, რაც მის წინა მოდელზე 10%-ით ნაკლებია. ნოუთბუქის სისქე 15,6 მილიმეტრია.

ჩარჩო, რომელშიც დისფლეი არის მოთავსებული, უფრო თხელი გახდა და ფერიც შეუცვალეს: ახლა იგი შავია და არა ვერცხლისფერი, რომელიც წინა თაობის Air-ს ჰქონდა. ახალი MacBook Air აღჭურვილია გაზრდილი თაჩპედით, თითის ანაბეჭდის სკანერით Touch ID, Thunderbolt 3 USB-ის ორი წყაროთი და Apple-ის ბოლო თაობის კლავიატურით. ახალ MacBook-ს აგრეთვე აქვს მერვე თაობის, ორბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 და 16 გეგაბაიტამდე მეხსიერება.

საბაზისო მოდელის ღირებულება, ორბირთვიანი Core i5-ით, 8 გეგაბაიტის მოცულობის ოპერატიული მეხსიერებითა და 128 გეგაბაიტის მოცულობის შიდა მეხსიერებით, 1199 აშშ დოლარს შეადგენს.

კომპანიამ აგრეთვე წარადგინა ახალი iPad Pro. ახალ პლანშეტს აღარ აქვს ის ერთადერთი Home ღილაკი და ახლა Liquid Retina-ს დისფლეით აღის აღჭურვილი. პლანშეტი, წინა მოდელთან შედარებით 5,9 მილიმეტრით თხელია და აღჭურვილია ამომცნობი სისტემა Face ID-ით. მისი მეხსიერება 1 ტერაბაიტამდეა. პლანშეტს აგრეთვე აქვს ახალი ჩიპი – Apple A12X Bionic.

პლანშეტისთვის აგრეთვე შემუშავდა ახალი, მეორე თაობის საწერი კალამი – Apple Pencil, რომლის დატენვაც უსადენოდ, პირდაპირ iPad-დან არის შესაძლებელი – კალამი პლანშეტის კორპუსზე მაგრდება. 11-დუიმიანი პლანშეტის ფასი 799 აშშ დოლარიდან იწყება, 12,9-დუიმიანი 999 აშშ დოლარი ღირს. პლანშეტის საბაზისო, ნებისმიერი ზომის მოდელები აღჭურვილია 64 გეგაბაიტიანი მეხსიერებით.

კომპანიამ აგრეთვე წარადგინა ახალი კომპიუტერი Mac mini, რომელიც ახალი ფერში – კოსმოსური ნაცრისფერშია. კომპიუტერი აღჭურვილია მერვე თაობის პროცესორით Intel Core. Mac mini-ს საბაზისო მოდელი აღჭურვილია 8 გეგაბაიტიანი მეხსიერებით, Core i3-ის პროცესორით და მისი ღირებულება 799 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად