Apple-მა ახალი კორონავირუსის გამო, iPhone-ების წარმოების შემცირების შესახებ განაცხადა

ამერიკულმა კორპორაციამ Apple განაცხადა, რომ კვარტალში არ აქვს იმის იმედი, რომ დასახულ ციფრებს მიაღწევს. კვარტალი კი მიმდინარე წლის მარტში სრულდება. ამას კი კომპანია 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო აცხადებს. შესაბამის განცხადებას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენს კვარტალურ პროგნოზში, რომელიც 2020 წლის 28 იანვარს გამოქვეყნდა, ასახული იყო ის ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტისთვის იყო ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ Apple-მა დაიწყო მუშაობის განახლება ჩინეთის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვეულ რიტმში დაბრუნება იმაზე ნელა ხდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„შედეგად, ჩვენ ორი მთავარი ფაქტორის შესრულებას არ ველოდებით, მაგრამ კვარტალური შემოსავლის პროგნოზის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სმარტფონ iPhone-ის მიწოდების შეზღუდვაა მთელი მსოფლიოსთვის, ხოლო მეორეა ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთის ტერიტორიაზე Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნა.

„ჩინეთის საზღვრებს გარეთ, დღევანდელი დღისთვის მომხმარებლების მოთხოვნა ყველა კატეგორიაში, ჩვენს პროდუქციაზე და მომსახურებაზე მაღალი იყო და ჩვენს მოლოდინებს შეესაბამებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად